ჯენ ფსაკი:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის დახმარების ვარიანტებს ეძებს!

ჯენ ფსაკი:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის დახმარების ვარიანტებს ეძებს!

 როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტ უკრაინისთვის დახმარების ვარიანტებს ეძებს. ამ ეტაპზე კი უკრაინაში არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ძიებაზეა ორიენტირებული.
"ვითარება ძალიან არასტაბილურია და შეშფოთებული ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობით. მაგრამ ვაგრძელებთ გზების ძიებას, თუ რა გზით დავეხმარებით უკრაინას უფრო მეტად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.


მან ასევე ისაუბრა რუსეთის რეაქციაზე, რომელმაც სენატის მიერ უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებას კონფრონტაციული უწოდა.

"უმჯობესია, ტერმინი "კონფრონტაცია" იმ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიყენონ, რომელიც გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, საავტომობილო კოლონებისა და შეიარაღებული სეპარატისტების გადაადგილების ჩათვლით", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: