ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცის სამინისტროს სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის" სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბახვა სურმანიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, მან ქრთამის სახით 400 ლარი აიღო. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბახვა სურმანიძეს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "დადგენილია, რომ ბრალდებული სსიპ "სამხედრო ჰოსპიტალის" მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს გაუწია დახმარება, კერძოდ მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურეობის შესყიდვა მეწარმე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 400 ლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც თავისუფლების 6-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.