Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
13-12-2014, 16:40
ნანახია: 1177

ირაკლი ღლონტი:-

   "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით წერს:

   -"განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, თითქმის ყველა პოლიტიკური გადაცემა უკავშირდება ამ თემატიკას. გააქტიურებულია პრორუსული ძალები, როგორც პოლიტიკური სუბიექტები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები.

რასთან გვაქვს საქმე ?!

საზოგადოება იმედგაცრუებულია და უფრო მეტიც, შეინიშნება დაბნეულობა.

რისი ბრალია ეს ?!

წინა ხელისუფლების დროს გაცხადებული პოზიციების დასავლეთის მიერ სათანადოდ არ დაფასების გამო საზოგადოება მოიცვა ნიჰილიზმმა ?

თუ მოქმედი ხელისუფლების ქმედუუნარო პოლიტიკის წყალობით მოსახლეობა ჩაფიქრებულია წლების წინ რეფერენდუმის გზით გამოხატულ არჩევანთან მიმართებით ?

ვინ გაგვცემს პასუხს ?! საით მივდივართ ?! ვბრუნდებით იმ წყალში, სადაც ადრე ვიდექით, თუ უფრო მეტი პრინციპულობით ვაგრძელებთ სწრაფვას პირველი ,,ჩვენების'' შესაბამისად ?

დასავლეთმა კიდევ უფრო უნდა დააფასოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური სივრცის მიმართ.

საქართველო უნდა გამოვიდეს სულხან-საბას ისტორიის მსგავსი ლოდინის რეჟიმისგან და უნდა მოგვეცეს რეალური შანსი საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.

უნდა დასრულდეს ,,შეშფოთებების'' რეჟიმი და იდეისა და პრინციპების ერთგულად დამცველ ხალხს მოგვეცეს მეტი თვითრეალიზების საშუალება".