მათთვის, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი

მათთვის, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი

   მათ, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 60 კალენდარული დღე ექნებათ. 

 

   მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

   "სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ იმ პირებს, ვინც 2014 წლის 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 30 კალენდარული დღის ნაცვლად ვადა 60 კალენდარული დღე ექნებათ. ცვლილება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე განხორციელდა, ვინაიდან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში.

 

   პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის მსურველებს დღეების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად  უფლება აქვთ ისარგებლონ არაუმეტეს 5 გასვლით. აღნიშნულში არ ჩაითვლება პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების (ფასიანი გასვლის) შემთხვევები. გამოცდაზე უფასოდ გასვლის უფლების ამოწურვის შემდეგ  მოქალაქეს  ფასიანი გასვლის უფლებით სარგებლობა აღარ შეეძლება.

 

   ამასთან გაცნობებთ რომ, შეღავათები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 15 დეკემბრამდე უკვე ისარგებლეს გამოცდაზე 5 უფასო გასვლის უფლებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: