ვინ დახატავს მანდატურის ფორმას?

ვინ დახატავს მანდატურის ფორმას?

"ჩაერთეთ სკოლის მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ კონკურსში და დახატეთ სკოლის მანდატურის ახალი, თქვენთვის სასურველი უნიფორმის ესკიზები", _ ამ წინადადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიმართა.


კონკურსი 12 ნოემბერს გამოცხადდება და 26 ნოემბრამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეეძლება. ესკიზების წარმოდგენა მოსწავლეებს საკუთარ სკოლებში ან მანდატურის სამსახურის ცენტრალურ ოფისში შეუძლიათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: