კულტურის მინისტრი საყდრისთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს

კულტურის მინისტრი საყდრისთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს

კულტურული მემკვიდრეობების დაცვის საბჭომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი კანონის სრული დაცვის ფარგლებში მოხსნა. ღნიშნულზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საყდრისში "არემჯი გოლდის" მიერ განახლებულ სამუშაოებსა და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების საპროტესტო აქციაზე  "იმედის კვირის" ეთერში ისაუბრა.

 

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად მას აუცილებლად გავაცნობ ამ საქმის დეტალებს და იმას თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ. მინდა აღვნიშნო, რომ ის გადაწყვეტილება, რომ საყდრისს მოხსნოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, საბჭომ მიიღო კანონის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ის მასალები, რის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება, გახლავთ ის გეოლოგიური დასკვნები, რომელიც გააჩნია საბჭოს. ეს საკითხი ასევე გატანილი იყო ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოზე და იყო განხილული", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 "ცხადია, ადამიანი რომელიც არის კულტურის მინისტრი და რომელიც არის ხელმძღვანელი, ის თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს". განაცხადა გიორგაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: