ნინო მიქიაშვილი: დამთავრებულია საყდრისის ამბავი, ააფეთქეს და მიწასთან გაასწორეს!

ნინო მიქიაშვილი: დამთავრებულია საყდრისის ამბავი, ააფეთქეს და  მიწასთან გაასწორეს!

 კაბინეტებიდან გამოვათრევთ არჩილ კბილაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, ნიკოლოზ ანთიძეს, დავით ლორთქიფანიძეს, ხელბორკილებით გადავაბამთ, დავაგდებთ პროკურატურასთან და ვაიძულებთ, ასე მაინც დაჰკითხონ. აღნიშნულზე ჯურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა რუსთავი2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯნონ. 


"დამთავრებულია საყდრისის ამბავი, ააფეთქეს და გაასწორეს მიწასთან და ამაზე იცინიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. კაბინეტებიდან გამოვათრევთ არჩილ კბილაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, ნიკოლოზ ანთიძეს, დავით ლორთქიფანიძეს, ხელბორკილებით გადავაბამთ, დავაგდებთ პროკურატურასთან და ვაიძულებთ, ასე მაინც დაჰკითხონ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რომ ხვალ კიდევ მსგავსი ვანდალიზმი არ ჩაიდინონ. ძალიან წაიგრძელეს ენები ამ ბოლო დროს უწმინდესზე და ეკლესიაზე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა ეს აქცია", - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: