მერაბ ტურავა: საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით "პატარა სტრასბურგი" შეიქმნება!

მერაბ ტურავა: საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით "პატარა სტრასბურგი" შეიქმნება!

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო "პატარა სტრასბურგი" უნდა გახდეს, რომელიც იქნება ერთგვარი ფილტრი, დამაკავშირებელი რგოლი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის", -  განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ ტურავამ გააკეთა.


"თუკი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით "პატარა სტრასბურგი" შეიქმნება, ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და მოქალაქეებს იმის საშუალებას მისცემს, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ ელოდონ. ეს იქნება სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: