მამუკა კაციტაძე:ამ ყველაფერს ხელისუფლების პოლიტიკურ გამოუცდელობას დავაბრალებდი!

მამუკა კაციტაძე:ამ ყველაფერს ხელისუფლების პოლიტიკურ გამოუცდელობას დავაბრალებდი!

"კრიტიკული რეზოლუციები საქართველოსთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუ აქცევთ ყურადღებას. იგივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, იგივე  ევროსაბჭოს რეგიონული რეზოლუცია, იგივე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ახლა კიდევ ეუთო-ს რეკომენდაცია -თითოეული მათგანი კრიტიკით გაჯერებული დოკუმენტია და ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვებს შორის ეძებენ რაღაც პოზიტიურს, რომ მერე ამ პოზიტიურს ჩაეჭიდონ და იმაზე აღარ ფიქრობენ, ცუდი რაც წერია, რომ იმას მიხედონ და გამოასწორონ".


აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია  "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დღეს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ევროპარლამენტის 2014 წლის ბოლო პლენარული სესიაზე დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას გეგმავენ, რომელიც კრიტიკას შეიცავს. კერძოდ, ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, რამაც შესაძლოა, დემოკრატიული რეფორმების გატარებას შეუშალოს ხელი.

"მე ამ ყველაფერს დავაბრალებდი ხელისუფლების პოლიტიკურ გამოუცდელობას. ხელისუფლება აშკარად პოლიტიკურად გამოუცდელია. ძალიან რბილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ხელისუფლების ეკლექტურობა აფერხებს მისი მუშაობის ეფექტურობას", - აღნიშნა კაციტაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: