Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
15-12-2014, 16:03
ნანახია: 683

საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არის!

პატარა კავკასიური ქვეყანა, რომელიც ორი მხრიდან მასზე უფრო ბევრად დიდი სახელმწიფოები - თურქეთი და რუსეთი ესაზღვრება, იყო ის პირველი პროდასავლური მეზობელი, რომელმაც ვლადიმირ პუტინის თავდასხმა იწვნია 2008 წლის აგვისტოში. ეს უნდა ყოფილიყო შოკის მსგავსი მოვლენა მსოფლიოსთვის, რომელსაც ყოფილი ზესახელმწიფო პარტნიორად მიაჩნდა, მაგრამ ასე არ მოხდა...


ექვსი წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, სამხედრო-საზღვაო ბაზასთან ერთად, ე.წ. „მწვანე კაცუნების“ მეშვეობით. სწორედ იმ დროს გაჩნდა ლექსიკაში ახალი ტერმინი - ჰიბრიდული ომი. ნათელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ომი არ იყო უმიზეზო ერთეული შემთხვევა, ეს იყო რუსეთის მიერ რევანშიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


იმ პერიოდში დასავლური სამყაროსთვის ფინანსური კრიზისი უმთავრესი პრობლემა იყო. რუსეთმაც იდროვა და ქართული პროვინციების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა. ასე გაჩნდა გაყინული კონფლიქტები. მოსკოვი იგივე გეგმას  ახლა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში იყენებს.


რუსეთის აგრესია საქართველოზე, აშკარაა, 2008 წლის გაზაფხულზე გამართულმა ნატოს სამიტმა გამოიწვია, რომელზეც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება აღუთქვეს. ეს დაპირება შემდეგ რამდენჯერმე იქნა დადასტურებული, თუმცა ზუსტი თარიღის მიუთითებლად.


ასეთ ჟესტს, უპირველესად კი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოსთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მადლობელი უნდა იყოს (ისევე, როგორც ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა 2004 წელს). თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე უზრუნველყოფილია. მართალია, ქართველ ხალხს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ სახელმწიფო ამისთვის ჯერ მზად არ არის. სურვილი და მზადყოფნა - ეს ორი მომენტი აიცილებელი პირობაა წევრობისთვის (შვედეთში პირიქითაა: არმია მზადყოფნაშია, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკურად მზად არ არის).


საქართველოს ალიანსში შესვლა ნატოს 28 წევრიდან ზოგიერთში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს, თუმცა არის სხვა მეთოდები, რომ ამ პატარა ქვეყნისადმი სოლიდარობა და მადლიერება იქნეს გამოხატული. ნატოს უელსის სამიტზე საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც აქტიური პარტნიორულ პროგრამაშია ჩართული, შვეთედთან, იორდანიასა და ავსტრალიასთან ერთად.


ეს სახელმწიფოები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობენ. რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ? ამ პარტნიორული ჯგუფის ქვეყნებიდან ორი ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს. გარდა ამისა, ისინი თანამედროვე საერთაშორისო კონფლიქტების კერებთან ახლოს იმყოფებიან. კიდევ ერთი საერთო ნიშანი: სამ ქვეყანას - შვედეთს, ფინეთსა და საქართველოს საფრთხე ერთი და იგივე მიმართულებიდან ემუქრებათ...

«Svenska Dagbladet» (შევედეთი), 14 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.svd.se/opinion/ledarsidan/georgien-var-bara-forsta-steget_4187013.svd