რამდენი მუსულმანია აფხაზეთში?

რამდენი მუსულმანია აფხაზეთში?

ინტერვიუ სალეჰ კვარაცხელიასთან:


მოსკოვში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო მუსულმანურმა ფორუმმა „რელიგია: მისია და პასუხისმგებლობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე“, რომელშიც აფხაზეთის მუსულმანთა სულიერი მმართველი, მუფტი სალეჰ კვარაცხელიაც მონაწილეობდა. მას  „ვესტნიკ კავკაზას“ მთავარი რედაქტორი მარია სიდელნიკოვა ესაუბრა.


ინტერვიუში სალეჰ კვარაცხელია ამბობს, რომ ფორუმი ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელმაც აფხაზეთის მუსულმანებისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის როლი შეასრულა. „დღეს აფხაზეთისა და რუსეთის მუსულმანთა წინაშე არსებული პრობლემები ერთმანეთისაგან ფაქტიურად განსხვავდება. აფხაზეთი ხომ რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. გარდა ამისა, აფხაზები მენტალურად ახლოს არიან თავიანთ ჩრდილოკავკასიელ მოძმეებთან, შესაბამისად, მსგავსი გამოწვევები არსებობს...


აფხაზეთში „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა მის მსგავს დაჯგუფებებს არავითარი გავლენა არ აქვთ. ჩვენს რესპუბლიკაში ექსტრემიზმის მწვავე საკითხები არ დგას. ამ მხრივ ჩვენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ვახორციელებთ განათლებისა და ქადაგების მეშვეობით.


ახლო კონტაქტები გვაქვს რუსეთის მუსულმანთა სულიერ მმართველობასთან, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან. თურქეთში აფხაზთა საკმაოდ დიდი  დიასპორაა, მათთან ურთიერთობა გვაქვს და ისინი ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან. გარდა ამისა, აფხაზეთის მუსულმანთა თემი სირიელი რეპატრიანტებითაც გაფართოვდა, ისინი მუსულმანები არიან, ჩვენს მეჩეთში ხშირად დადიან. ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით თავიანთი რელიგიის შენარჩუნებაში, ადაპტაციაში“, - აღნიშნავს სალეჰ კვარაცხელია.


შეკითხვაზე, აფხაზეთის მოსახლეობის რამდენი პროცენტია მუსულმანი, სალეჰ კვრაცხელია პასუხობს: „ისტორიულად ისე მოხდა, რომ ჩვენი ხალხის ერთი ნაწილი საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი - მუსულმანად. სხვადასხვა დროს ისლამური რელიგიის აღმსარებელთა რაოდენობა სხვადასხვანაირი იყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 30% მუსულმანია, თუმცა ეს ზუსტი ციფრი არ არის. უფრო ნაკლებია იმ მუსულმანთა რაოდენობა, რომლებიც პრაქტიკულად, ყოველდღიურად მუსულმანური რელიგიის შესაბამისად ცხოვრობენ.

 

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 14 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.vestikavkaza.ru/interview/Salikh-Kvaratskheliya-K-musulmanam-sebya-prichislyaet-30-naseleniya-Abkhazii.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: