ზაქარია ქუცნაშვილი: 17 დეკემბერს გამოჩნდება გვიყურებს თუ არა ევრობა, როგორც მის ასოცირებულ წევრს!

ზაქარია ქუცნაშვილი: 17 დეკემბერს გამოჩნდება გვიყურებს თუ არა ევრობა, როგორც მის ასოცირებულ წევრს!

  17 დეკემბერს, როდესაც ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების ხელშეკრულების რაიფიცირებას მოახდენს, საპარლამენტო უმრავლესობა  ისტორიულ დღეს უწოდებს.

 

   როგორც საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, არ არის გამორიცხული, რეზოლუციაში, რომელსაც ეცროპარლამენტარები რატიფიცირებამდე მიიღებენ, მასში კრიტიკული დეტალებიც იყოს შესული, თუმც მათ ამ რეფორმების პოზიტიური შეფასების მოლოდინი აქვთ.

"მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს ისტორიაში. თუ ქართველებმა განვაცხადეთ, რომ ჩვენი არჩევანია ევროპასთან ინტეგრაცია, ხვალ ევროპელებს მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება - ისინი გვიყურებენ თუ არა, როგორც მის ასოცირებულ წევრს, ასე რომ, 17 დეკემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ევროპის სახალხო პარტიის მცდელობით, რეზოლუციაში გარკვეული კრიტიკა აისახოს.

"რეზოლუციის მიმართ მაქვს მოლოდინი, რომ იმ პოზიტიური ნაწილის პარალელურად, იქნება ალბათ გარკვეული რეკომენდაციებიც. მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება მიმდინარე რეფორმების ჯანსაღი და ობიექტური შეფასება, რომელიც ხდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა კუთხით. ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: