რომან გოცირიძე:-"დღევანდელი კულტურის მინისტრი შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო ადამიანი"

რომან გოცირიძე:-"დღევანდელი კულტურის მინისტრი შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო ადამიანი"

საყდრისში მიმდინარე მოვლენებს რომან გოცირიძე ეხმიანება და წერს:
-"ყველა, ვინც ხელი შეუწყო საყდრისის განადგურებას არის მოსყიდული ან მოსყიდულების წინაშე პოლიტიკურად დავალებული.
საქართველოს კულტურის მინისტრი შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო ადამიანი.
მოაწერდა თუ არა ხელს ასე ჩუმად და ასე გაუძალიანებლად კულტურის მინისტრი საყდრისის აფეთქებაზე, იგი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო? ძნელი სათქმელია.
როგორი ცუდებიც უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ( რას ვიზამთ, სხვა ტრადიცია ჩვენ არ გაგვაჩნია), მათ მეტი უნარები აქვთ და უფრო მეტად მოტივირებულები არიან.
ხელისუფლებაში საიდანღაც მოყვანილი უცნობი სახეები, როგორც უჩუმრად მოდიან, ასევე უსახელოდ გაქრებიან ხოლმე. ( კულტურის მინისტრს ეს არ ეხება. აქ ჰეროსტატეს სინდრომი უკვდვყოფს მის სახელს).
ქვეყნის არაეფექტური მართვის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა-ე. წ. ტექნიკური მთავრობა, მოკლებული სოციალური მენეჯმენტის უნარ- ჩვევებს.
ისინი უსიტყვო შემსრულებელ მარიონეტებად იქცევიან პოლიტიკოსთა და "დამნიშვნელთა" ხელში.
გადახედეთ ჩვენს სამთავრობო პორტრეტებს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: