ეკა ბესელია: ჟვანიას საქმეზე, გამოძიებამ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა!

ეკა ბესელია:  ჟვანიას საქმეზე, გამოძიებამ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა!

 ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი. გამოძიებამ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა.  აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  ეკა ბესელიამ  ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას  გარდაცვალების საქმესთან  დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარისას გააკეთა.

 

"თუ რაიმე კვალის დაზიანება, გაფუჭება შესაძლებელი იქნებოდა ან  ნივთმტკიცებების ფალსიფიცირება, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, რა თქმა უნდა, ამისთვის საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა წინა ხელისუფლებას,  რომ ეს კვალი წაშლილიყო  და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეცლილიყო.

ამის მიუხედავად, მე  მქონდა რამდენიმე დღის წინათ ამ თემაზე  საუბარი, ვიცი, რომ გამოძიებამ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა",-განაცხადა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: