Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
17-12-2014, 13:11
ნანახია: 754

მიხეილ გიორგაძე: საყდრისის საბადოს აფეთქება  გამოსავალი არ იყო!

  როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, საყდრისის საბადოს აფეთქება ოპტიმალური გამოსავალი არ იყო, თუმცა შექმნი სიტუაციაში ოპტიმალური სვლა იყო.

 
"ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩემი ბრძანება ეხებოდა ძეგლის სტატუსის მოხსნას, რომელიც დაფუძნებული იყო კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება იმას, სწორად მიმაჩნია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, მას ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და შინაარსობრივი. სამართლებრივად ეს იყო კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსობრივად კი, ვფიქრობ, ეს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური გამოსავალი, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან და დოკუმენტური მასალიდან გამომდინარე, რაც საბჭოს ხელთ ჰქონდა, იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 
  როგორც მიხეილ გიორგაძემ განაცხადა ამ გადაწყვეტილების უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დგას.


"არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერთან არ მქონია. არც რაიმე სხვა საშუალებით - შუამავლის სახით არ მომხდარა ჩვენს შორის არანაირი კომუნიკაცია", - აღნიშნა გიორგაძემ.