თენგიზ ფხალაძე: ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება!

თენგიზ ფხალაძე: ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს გიორგი მარგველაშვილი  დაესწრება!

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სტრასბურგში გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხის მოგვარებაში დიპლომატიური არხები, მათ შორის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო  ჩართული:

"ევროპარლამენტში განიხილება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს არის მართლაც ისტორიული დღე და თავისთავად ცხადია, რომ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი ღირსეულად. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური, დაესწრება ამ ღონისძიებას. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენი ევროპული სწრაფვა არის ქართველი ხალხის არჩევანი და პრეზიდენტი, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, წარმოადგენს ქვეყანას ამ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტს არ სჭირდება მოწვევა. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური და როდესაც განიხილება საქართველოს საკითხი, მას აქვს სრული უფლება, ღონისძიებას დაესწროს. დანარჩენი გვარდება დიპლომატიური არხებით, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. დიპლომატიური არხები გულისხმობს მთავრობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვას ამ საკითხში. ასე რომ, ყველა პროცედურა არის დაცული, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპარლამენტი", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: