სოზარ სუბარი: არ დავუშვებთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ციხეებში!

სოზარ სუბარი: არ დავუშვებთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ციხეებში!

"ჩვენი მიზანია, აღარასოდეს დავუშვათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა საქართველოს ციხეებში. საზოგადოებრივი კონტროლი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია".


ეს განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) მხარდაჭრით გაიმართულ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.


შეხვედრა სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით გაიმართა. თემა "პენიტენციული სისტემის მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმები" იყო.


ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები ესწრებოდნენ, რომელთაც საკუთარი ხედვები წარმოადგინეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ. კერძოდ, ვინ და რა კრიტერიუმების საფუძველზე დააკომპლექტებს მონიტორინგის ჯგუფს, ასევე რა ტიპის ანგარიშვალდებულება დაეკისრებათ ჯგუფის წევრებს და ა.შ.


საკითხების განხილვა ცხარე დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.


"ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები დროულად გამოვლინდეს, სწორი გადაწყვეტილებები იქნას  მიღებული და საზოგადოების თვალში ციხის ლეგიტიმურობა გაიზარდოს.  UNDP მზად არის იმუშაოს სამინისტროსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.


მსჯელობა პენიტენციული სისტემის ალტერნატიული მონიტორინგის შესახებ მომავალშიც გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: