ალექსეი მოჩანოვს ეკა ზღულაძის იმედი აქვს!

ალექსეი მოჩანოვს ეკა ზღულაძის იმედი აქვს!

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის ალექსეი მოჩანოვის აზრით, ეკა ზღულაძის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მცდარი გადაწყვეტილებაა.

„მე ძალიან მწყინს, რომ ქართველს დავუძახეთ. თვით მინისტრიც ხომ კავკასიური წარმოშობისაა... გავიძახით, რომ ძალიან გვიყვარს უკრაინა, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტში ან საზღვარგარეთიდან. რატომ არავინ წამოვიდა კანადიდან, სადაც მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს? სხვისი ხელებით გვინდა ნაგვის გატანა... ამიტომაც მეწყინა ქართველის დანიშვნა. ჩვენ სულ ვოცნებობთ და რაღაც სასწაულს ველოდებით სხვების დახმარებით. ახლა ეს სასწაული ქართული უნდა იყოს“, - ამბობს ალექსეი მოჩანოვი.

გამოცემა „გორდონ“-ისადმი მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ბევრი პრობლემა იქნება, შეიძლება შეცდომებიც დაუშვან და ისეთი თანამშრომელები გაათავისუფლონ, რომლებთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ საქმის კეთება!.. 

„საქართველო ჩვენთან შედარებით პატარა ქვეყანაა, იქ სხვა სპეციფიკაა. მე მშვენივრად ვიცოდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ვითარება, როცა იქ ყველა ხელმძღვანელი შეცვალეს. ჩავიდნენ ჩვენები იქ და როცა ქართველებს ეკითხებოდნენ - „აბა, ეს როგორ გაქვთ? აბა, ეს როგორ გააკეთეთ?“ - ახალმა უფროსმა, რომელმაც „ძველი“ შეცვალა, ისევ იმ „ძველს“ დაუძახა და რჩევა ჰკითხა. უმჯობესია, ამ დროს მნიშვნელოვანი სიფრთხილე გამოიჩინო და ისეთები არ გაჰყარო სამსახურიდან, რომლებიც შემდეგში დაგჭირდება. ბოლშევიკებმაც ასე გააკეთეს - ყველა გაუშვეს, აგენტურის ჩათვლით, შემდეგ კი დიდი შრომა დასჭირდათ უყურადღებობის შედეგად დანგრეულის აღსადგენად. ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, რომ ეკა ზღულაძე სიტუაციას გამოასწორებს და საქართველოდან რიგითი პოლიციელების ჩამოყვანა არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა ალექსეი მოჩანოვმა.

 

«Гордон» (უკრაინა), 16 დეკემბერი, 2014 წელი
http://gordonua.com/publications/Volonter-Mochanov-Administracii-Prezidenta-poroblene-mesto-lyudi-tam-cherez-kakoe-to-vremya-privykayut-lebezit-56412.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: