Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
9-11-2012, 20:10
ნანახია: 3335

რატომ შეაწყვეტინა წუწუნი თეა თუთბერიძეს აკო მინაშვილმა?!

დღეს ახალაიას საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე აღშფოთება ვერ დამალა "ნაცების" (ადრე კი "კმარას") ერთ-ერთმა აქტივისტმა თეა თუთბერიძემ.


მის ხმამაღალ განცხადებას:  "მრცხვენია რომ წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი, თან იმ ხელისუფლების, ვინც ასეთი მართლმსაჯულება შექმნა". ოპერატიულად გამოეხმაურა "ნაცების" ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა აკო მინაშვილი, რომელმაც თუთბერიძეს უცებ მოაკეტინა, "თეა შეწყვიტე წუწუნი". თუთბერიძემ როგორც ჩვევია ხოლმე, ცინიკურად ჩაიცინა და გზა განაგრძო.


ამ ფაქტს უამრავი ადამიანი შეესწრო. ერთ-ერთმა მათაგანმა, რომელიც ბაჩო ახალაიას თავგადაკლულ დამცველად მოგვევლინა,  ხმამაღლა იყვირა: "მიშა სააკაშვილი და მისი დამქაშები, როგორებიც არიან აკო მინაშვილი და პავლე კუბლაშვილი, მაშინ გაფასებენ, როცა მათ სასიკეთო საქმეს აკეთებ. ისე კი საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ბედი, თუნდაც ისეთი ადამიანისა, როგორიც ბაჩო ახლაიაა, რომლის შექმნილ სახელმწიფო სისტემას წლები ემსახურებოდნენ".


ასეა ცხოვრებაში. ზოგი საფლავამდე შეიძლება ჩაგყვეს, ზოგი კი როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, სხვა ნავში გადახტება. არ არის გამორიცხული მომავალში ბევრი სიურპრიზის მომსწრენი გავხდეთ.