ზაქარია ქუცნაშვილი: მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა თავიდან არის გასააზრებელი!

ზაქარია ქუცნაშვილი: მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა თავიდან არის გასააზრებელი!

"მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი", - აღნიშნული განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


"არა მარტო პროკურატურას სჭირდება რეფორმა, მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოები იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ორგანოები თავისთავად იყვნენ მხოლოდ კანონზე და შინაგან რწმენაზე დამოკიდებული.  რომ მეკითხებიან, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, ვპასუხობ - მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური კანონის გამოყენებისას და სუბიექტური შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისას. ობიექტურობა კანონთან მიმართებაში და სუბიექტურობა შინაგან რწმენასთან დაკავშირებით - ეს არის პრინციპი, რასაც უნდა დაექვემდებაროს მართლმსაჯულების სისტემა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: