სოზარ სუბარი: ამ ეტაპზე დევნილთა 656 ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ!

სოზარ სუბარი: ამ ეტაპზე დევნილთა 656 ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ!

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილობაში მყოფ 656 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა, - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"საქართველოს მთავრობა ასრულებს პროგრამას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. ეს არის დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა. მოგეხსენება, ეს არის 10-თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლის პირველ ოქტომბრამდე, სავარაუდოდ, 10 000 ოჯახს უნდა გადაეცეს სახლები. მთავრობის სხდომაზე დღეს გავიდა ამ პროგრამის ერთი ნაწილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე 656 ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: