Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
18-12-2014, 14:50
ნანახია: 680

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 160 000 დოლარის ღირებულების  ავტომობილს შეიძენს

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმ განკარგულების პროექტი დაამტკიცა, რომელიც  სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვას უკავშირდება. ამის მიხედვით,  სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთო ჯამში დაახლოებით 160 000 დოლარის ღირებულების 7 ახალ ავტომობილს შეიძენს.

"მოგეხსენებათ, არსებობს ახალი წესი, რომელიც განკარგავს ავტომობილების ფლობის პირობებს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიტანეთ დამატებით 6 ავტომობილის შესყიდვის თხოვნა. ეს გახლავთ პროექტების მართვის სააგენტოსთვის. როგორც იცით, ძალიან ბევრი ახალი საწარმოა და შესაბამისად სჭირდება მონიტორინგი. გარდა ამისა, დამატებით 1 ავტომობილი განკუთვნილია ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვგეგმავთ. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ერთი მანქანის ნაკლებობა და ვთვლით, რომ აუცილებელია შევსება. ეს არის მესამე კატეგორიის ავტომობილი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.