ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით ვიქნებით უზრუნველყოფილი!

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით  შესაბამისი სამოქმედო გეგმით ვიქნებით უზრუნველყოფილი!

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც უკვე ერთმნიშვნელოვნად აყენებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

"ყველა ქართველის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის წევრებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის, რომელიც ამ კენჭისყრის შედეგში გაცხადდა. ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: