ირაკლი სესიაშვილი: ასოცირების შეთანხმება ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ დემოკრატიას მოუტანს!

ირაკლი სესიაშვილი: ასოცირების შეთანხმება ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ დემოკრატიას მოუტანს!

"ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ჩვენთვის არის ახალი ენერგია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ", - განცხადება  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მოუტანს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ცივილიზაციას ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფნას, ირაკლი სესიაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღევანდელი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წვრილმანი დეტალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: