თეა წულუკიანი: საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა შეთანხმდეს!

თეა წულუკიანი: საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა შეთანხმდეს!

"სად და როდის შედგება საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, საერთოდ თუ გაიმართება, ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა შეთანხმდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.


 როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გამართვის შემთხვევაში განხილვის მთავარი თემა საქართველოს ინტერესები უნდა იყოს.

"ეს არის ზოგადი განცხადება. თუ სად და როდის შედგება შეხვედრა, თუ საერთოდ შედგება, ეს უნდა შეთანხმდეს იმ ერთადერთ ფორმატში, რომელიც გვაქვს - ეს არის ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის ფორმატი. თუკი შეხვედრა გაიმართება, მთავარი განსახილველი თემა უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო გვაქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: