Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
19-12-2014, 14:32
ნანახია: 847

არჩილ გამზარდია: მიხელ სააკაშვილი თავისი განცხადებებით ქართველი ჟირინოვსკი გახდა!

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, სტრასბურგში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

გამზარდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ცოტა მეტი თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, თვითონვე იტყოდა უარს  იმ უხერხულობის შექმნაზე, რაც მან სტრასბურგში შექმნა.

"სააკაშვილის გამოსვლებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი გახდა ქართველი ჟირინოვსკი თავისი განცხადებებით, ერთი მხრივ, მისი აგრესიით და  ნეგატივით და  მეორე მხრივ, იმ კომიკურობით, რითიც გამოირჩევა ჟირინოვსკი რუსეთში. ანალოგიური როლი მოირგო საკაშვილმა, რაც თავისთავად სამწუხარო პროცესია, რადგან მას ჰქონდა საშუალება, რომ ცოტა სხვანაირად ეფიქრა თავის წარსულზე, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან და  ის საშიშროება, რაც ამ ადამიანის ხელში გვემუქრებოდა, კვლავ აქტიურია, რადგან ეს ადამიანი ჯერ კიდევ იბრძვის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, თან რა გზებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.