Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
19-12-2014, 17:33
ნანახია: 1868

ვახტანგ ძაბირაძე: “მე განსხვავებას ვერ ვხედავ მერაბიშვილისა და ღარიბაშვილის განცხადებებს შორის!“

-ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს განადგურებაში,  ვანდალურია თუ არა მისი ხელყოფა და იკვეთება თუ არა ამის მიღმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესი?

 

-ძნელია ისაუბრო ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე მაშინ, როდესაც მისი ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე, საყდრისის ოქროზე პრეტენზია. მე მართალია, აქ გამოვრიცხე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესები, მაგრამ არ გამომირიცხავს სხვა ბიზნესმენთა ბიზნესინტერესი.

 

ის კი, რაც საყდრისის გარშემო ხდება, ჩემთვის მიუღებელია და ვუერთდები საყდრისის მცველებს, რადგან არსებობს ისეთი ისტორიული წარსული, ამ შემთხვევაში ძეგლი, რომლის ფასი ნებისმიერ ეკონომიკურ შემოსავალს აღემატება.

 

ჩვენ გვაქვს ასეთი ისტორიული ღირებულება საყდრისის  სახით და ვერ ვუფრთხილდებით. იქ მიმდინარე სამთამადნო სამუშაოები დღევანდელი ხელისუფლების წაყრუების, ქართულ სიძველეთა მიმართ გულგრილობისა  და პრიმიტიული გადაწყვეტილების შედეგია.

 

ხელისუფლება შეეხო ეროვნულ - ისტორიულ ძეგლს, რომლის ბედიც სადღაც კაბინეტში გადაწყდა.

 

ჩვენ ასე თუ გავაგრძელეთ, ისტორია არ შევინარჩუნეთ და მხოლოდ ფულის შოვნაზე გადავედით, ასეთი არც ევროკავშირს ვენდომებით.

 

-თქვენი აზრით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?

 

-ვფიქრობ, ქართულ ხელისუფლებასპომპეზურადაც კი უნდა აღენიშნა ეს მოვლენა, ის კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ პარლამენტის წევრებმა ხელმოწერის პირდაპირ ტრანსლაციას უყურეს. ეს მართლაც არასაკმარისი რეაქცია იყო.

 

როგორც ჩანს, პრემიერ ღარიბაშვილს სააკაშვილთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნა არ მოუნდა. მისი ასეთი გადაწყვეტილება  არასწორი და შეცდომა იყო, რადგან ეს რატიფიცირება ამ ხელისუფლების დამსახურებაცაა, წინა ხელისუფლებისაც და მთელი ქართული საზოგადოებისა. ამიტომ პრემიერ-მინისტრს მეტად უნდა ეაქტიურა და საქართველოსთვის პროპაგანდა გაეწია. ერთი სიტყვით, შესაბამისი ჟღერადობა ამ მოვლენამ საქართველოში ვერ შეიძინა!..

 

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა იმ რჩევების მოსმენასაც აარიდა თავი, რომელსაც ევროპარლამენტისგან მიიღებდა - საქართველოს ხელისუფლება იყოს ფრთხილად და არ გამოიყენოს სასამართლო და ხელისუფლება პირადი მიზნებისათვის.

 

-გჯერათ თუ არა რუსულ-ქართული დიალოგის, რომლის ინიციატორად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გვევლინება და შეუძლია თუ არა ნინო ბურჯანაძეს რუსეთსა და ქართულ სახელმწიფოებს შორის კეთილი მისიონერის როლის შესრულება?

 

-პუტინის გუშიუნდელი განცხადება მხოლოდ პროპაგანდისუკლი და არარეალური იყო. ეს შეხვედრა თუ შედგა, მხოლოდ შეხვედრისთვის შედგება და შედეგს არ გამოიღებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის რუსეთი დღეს მზად არ არის, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობა იმაზე მეტი, რაც დღეს აქვს საქართველოსთან, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას მის შემოთავაზებულ დიალოგზე, რათა ევროპისა და აშშ-ს თვალში ცუდად არ წარმოვჩნდეთ.

 

რუსეთსა და ქართულ სახელმწიფოებს შორის კეთილი მისიონრის როლის შესრულება ბურჯანაძეს კი არა, მამაზეციერს არ შეეძლება თუ საქართველომ სწორი პოლიტიკური გეზი არ დაიჭირა და ისტორიულ დროში არ შეცვალა მის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება.

 

-რას იტყვით ლარის დევალვაციაზე. მისი დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თანამდევი მოვლენაა თუ ქართულ  ხელოვნურ მაქინაციასთან გვაქვს საქმე?

 

-ბუნებაში არსებობს ალბათობა და შემთხვევითობა, მაგრამ ერთსადა იმავე სტილში, ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო და დღესაა, უკვე ალბათობა და შემთხვევითობა არ არის!

 

ეს არის ვიღაცების მიერ ისევე მართული პროცესი, როგორც საყდრისისა და იყენებენ სათავისოდ.

 

ბიზნესი, დღევანდელი  ხელისუფლების წნეხისგან, შეიძლება თავისუფალი იყოს, მაგრამ ისევე  მონოპოლიზებულია, როგორც 2 წლის წინ.

 

გახსოვთ, საქართველოში მარილი გაძვირდა და მერაბიშვილმა ეს პროცესი უცებ რომ დაარეგულირა? მითხარით, რა განსხვავებას ხედავთ იმ პროცესსა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას შორის, რომელიც ბენზინის  გაიაფებას ეხებოდა? მე ვერ ვხედავ განსხვავებას, პირიქით, ერთი და იგივე საუბარი და მოქმედებებია.

 

ხელისუფლებამ ბიზნესი კი არ უნდა გაათავისუფლოს რაიმე ზეწოლისგან, არამედ გარემო უნდა შექმნას. ის, რომ ბიზნესმენებს დღეს ვიღაც რაღაცას არ ართმევს, შეღავათი ნამდვილად არ არის!

 

                                                ესაუბრა ია ჯღარკავა