Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
20-12-2014, 15:24
ნანახია: 1116

ჯონდი ბაღათურია:მიხეილ სააკაშვილის დროს უსინდისობის მასშტაბი 40 თეთრი იყო, ახლა - 67 თეთრია!

"ქართული დასის" პარტიამ ახალი პროექტი "კორუფციული  რვაფეხა"  დაიწყო.


როგორც პარტია "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიამ დღეს "რეპორტიორის"  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პროექტის  პირველი ნაწილი საწვავის ფასებს უკავშირდება.


"უკავშირდება იმას, თუ როგორ არის შექმნილი ხელოვნური მონოპოლია, ვინ მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებაში და რა მოცულობის თანხების ამოღება  ხდება ხალხის ხარჯზე უკანონოდ", - აღნიშნა ბაღათურიამ.


პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ ორი კვლევა წარმოადგინა.
"ერთი კვლევა სააკაშვილის დროინდელია,  როცა უკანონო ფასნამატი, ე.წ. პრეზიდენტის წილი იყო 40 თეთრი და აქ არის დამტკიცებული, თუ როგორ მიჰქონდა სააკაშვილს და მის ბანდას  ხალხის ჯიბიდან.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კორუფციის მასშტაბები გაიზარდა "ქართული ოცნების" პირობებში. ოლიგარქებმა ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამ შემთხევვაში  უკანონო ფასნამატი არის 67 თეთრი.  თუ უსინდისობას ფასნამატს შევადარებთ და გადმოვიტანთ ფულად ღირებულებებში - სააკაშვილის დროს უსინდისობის მასშტაბი იყო 40 თეთრი,  ახლა არის 67 თეთრი", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
კვლევვის შედეგები: