Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
20-12-2014, 16:16
ნანახია: 855

ირაკლი ღარიბაშვილი:

სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ირაკლი  ღარიბაშვილი  ყველა საჯარო მოხელეს, ვინც "სოლიდარობის ფონდში" დონაციას ახორციელებს, წერილით  მიმართავს:


"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ "სოლიდარობის ფონდის" მხარდაჭერისათვის.

ჩვენ კეთილშობილურმა მიზანმა გაგვაერთიანა - ეს არის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად! სწორედ თქვენი თანადგომით გახდა შესაძლებელი მძიმე სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობის სრულად დაფინანსება. ეს ჩვენი ერთად დგომის, ჩვენი სოლიდარობის შედეგია. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას. მჯერა, ჩვენ ერთად გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს.

დღევანდელ დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოლიდარობა საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა და ძალიან მიხარია, რომ გასულ წელს ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და პირადად თქვენ, ამის მაგალითი აჩვენეთ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.

მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. წარმატებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის", - ნათქვამია მიმართვის წერილში