თამარ სანიკიძე: არ მგონია ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!

თამარ სანიკიძე: არ მგონია ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!

 საქართველოს  განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

 

 მისი თქმით, სასურველია, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებას გაგებით მოეკიდნონ.

"არ მგონია, რომ ეს საკითხი იმ ხარისხში უნდა ავიყვანოთ, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გულდასაწყვეტია, რაც მოხდა. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დაფიქრებით მოეკიდონ მსგავსი განცხადებების გაკეთებას. მაგრამ კარგია და მივესალმები, რომ გაირკვა და პასუხისმგებლობა აიღეს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: