თეა წულუკიანი: ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული ჯარისკაცია ჩამოსვენებული ყველანაირი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ!

თეა წულუკიანი: ვფიქრობ, როდესაც  მიცვალებული ჯარისკაცია ჩამოსვენებული ყველანაირი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში დაღუპულ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 მისი თქმით, სანამ ჯარისკაცისთვის პატივი არ იქნება მიგებული, ყველამ ყველანაირი განცხადებისგან თავი უნდა შეიკავოს.

"ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული და მითუმეტეს ჯარისკაცი არის ჩამოსვენებული, ყველაზე კარგი ტონია, რაც არ უნდა განცხადება იყოს საჭირო ან არ იყოს საჭირო, სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცხადებებისგან", - განმაცხადა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: