გიორგი მარგველაშვილი:"მივესალმები იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოხატეს!"

გიორგი მარგველაშვილი:"მივესალმები იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოხატეს!"

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება  მეგობარი ქვეყნების იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც  გამოითქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 22 დეკემბრის სხდომაზე.


"მივესალმები იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 22 დეკემბრის სხდომაზე გამოხატეს.


იმ რთულ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასეულათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მაინც გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.


მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ.

მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩაბმულობას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: