Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
23-12-2014, 13:30
ნანახია: 726

ეკა ბესელია:სწორედ

 ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია  აცხადებს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის მინისტრია გასამართლებული ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი მოქმედების ბრალდებით.

"ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ნებისმიერი უწყების და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსი, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაკეთდა საჭირო განმარტება. გაირკვა, რომ განცხადება არ იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, განცხადება არ იყო სამინისტროს პირველი პირების პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ შიდა უწყების სივრცეში კოორდინაციის თუ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემა არის. ამას სჭირდება გამოსწორება, რაზეც სამინისტრო აუცილებლად იზრუნებს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სწორად არ მიმაჩნია. ჯობს, საკითხზე დასრულდეს დებატები, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელიც ყველა თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. არ მგონია, რომ მათ ბრალდებებს უნდა გაეცეს პასუხი, განსაკუთრებით როდესაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც გასამართლებულია ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის, მათ პრობლემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ",- განაცხადა ეკა ბესელიამ.