Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
23-12-2014, 13:53
ნანახია: 1023

თამარ კორძაია:

 თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროა, განმარტებები თავად მინისტრმა გააკეთოს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.


როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან თემაზე თავად მინისტრი არ საუბრობს, შეიძლება საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ შეცდომას თავად მინისტრი არ აღიარებს.


"თავდაცვის სამინისტროს მიერ შეცდომის აღიარება კარგია, მაგრამ რადგან თავად მინისტრი აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს, შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს განცდა იმისა, რომ შეცდომას მინისტრი არ აღიარებს. მინისტრის განცხადება ამ თემაზე აუცილებელი და საჭიროა", - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ კორძაიამ.