Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
23-12-2014, 14:56
ნანახია: 857

სანდრო ბრეგაძე:

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე facebook-ის საკუთარგვერდზე წერს:


"1991 წელს კიტოვანი რომ გავიდა რკონში და ათასი ჯურის ნაძირალა-ავაზაკი რომ შემოიკრიბა, ალბათ გახსოვთ, არა???მაშინ მრავლად იყვნენ ისეთი ვითომ "დემოკრატები", ვითომ ლიბერალური საბჭოთა კგბ-ს წიაღში აღზრდილი მოღვაწეები, რომლებიც "ეროვნულ გვარდიელებს" უწოდებდნენ მათ და პრეზიდენტ გამსახურდიასგან მოითხოვდნენ, რომ ძალა არ გამოეყენებინა ამ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირების წინააღმდეგ. ძალა არ იქნა გამოყენებული მათ განსაიარაღებლად და ზუსტად 6 თვეში ამ "ბოევიკებისგან" შემდგარმა ფორმირებამ რუსული სამხედრო ნაწილების მხარდაჭერით მთავრობის სასახლის შტურმი დაიწყო, რაც პუტჩით, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებით, დაქირავებული "ბოევიკების" ყაჩაღობით, მთელი საქართველოს აწიოკებითა და აფხაზეთის დაკარგვით დაგვირგვინდა. იცით, რატომ გავიდა კიტოვანი რკონში??? და რატომ გაკეთდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აქცენტი სამხედრო გადატრიალებაზე??? მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხალხის ისეთი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ მისი დამხობა სამხედრო გზით იყო მარტო შესაძლებელი. მხოლოდ სამხედრო გადატრიალებით იყო შესაძლებელი კომუნისტური ნომენკლატურის რევანში დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე. სხვაგვარად ვერც კომუნისტები დაიბრუნებდნენ დაკარგულ თანამდებობებს და ვერც ბანდიტები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
მარტივი და საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ხალხის ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ისტორიის გაკვეთილებიდან არაფერს ვსწავლობთ და დაუსრულებლად ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. დღეს, აწმყოში, არსებულ რეალობაში სააკაშვილს არანაირი შანსი არა აქვს, რომ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, არადა, ის ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის ასასრულებლად, აცხადებს, რომ 2015 წელს საქართველოში შეხვდება თავის დაბადების დღეს, სააკაშვილის ერთადერთი შანსი კიტოვანის გზაა და სააკაშვილი უკვე "გასულია რკონში", უბრალოდ, რკონი დღეს შედარებით შორსაა საქართველოს საზღვრებიდან. დღესაც მრავლად მოიძებნებიან ისეთი ვითომ ლიბერალები, რომლებიც ხელს დააფარებენ თანამედროვე კიტოვანებს და ეცდებიან, საზოგადოება ყალბი ილუზიებით გააუბრუონ - ვითომ დემოკრატია საფრთხეშია, დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება და ა.შ. სინამდვილეში კი ყველაფერი რევანშს ემსახურება, რევანშს, რომელსაც იგივე უხილავი მტრის ხელი მართავს, რომელმაც 22 წლის წინათ დააქცია ჩვენი სამშობლო.
P.შ. საინტერესო ისაა, რომ 22 წლის წინანდელი პუტჩის დამხმარე-მხარდამჭერთა სახელები არ შეცვლილა და იგივე პირები გვევლინებიან დღესაც სააკაშვილის - თანამედროვე კიტოვანის ჩანაფიქრის ფარად", - წერს სანდრო ბრეგაძე.