Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
10-11-2012, 15:27
ნანახია: 909

უილშირი  სასიამოვნოდ  გაოცებულია

ჯეკ უილშირი, ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი,  ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შვედეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, რამაც ეს უკანასკნელი მეტად გააკვირვა.

20 წლის უილშირმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მოედანს სულ ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა.

"ვფიქრობ, ნაკრებში ჩემი გამოძახება ნაადრევია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ბოლოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერ კიდევ კაპელოს მწვრთნელობისას ვითამაშე და საინტერესოა, როგორი ხედვა აქვს ჰოჯსონს ჩემთან დაკავშირებით", - განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.