Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
23-12-2014, 19:39
ნანახია: 1115

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობის საკითხის დარეგულირებას მოითხოვს.  ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს წინადადებით მიმართა, რომ შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის დაანგარიშებისა და გაცემის საკითხის საქართველოს შრომის კოდექსთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სახალხო დამცველის ცნობით, მის აპარატს მამაკაცები მიმართავენ, რომლებიც დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლების - ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მამაკაცებს, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, შვებულების თანმდევი კომპენსაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ ქალზე და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში - სხვა ოჯახის წევრზე. მაშინ როცა საქართველოს ორგანული კანონის - "შრომის კოდექსის" მიხედვით, გარანტირებულია აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაქმებულთათვის მათი სქესის მიუხედავად", - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.