მიხეილ გიორგაძე:"საყდრისის საბადოს ტერიტორიიდან ამოღებულ არტეფაქტებს დაცულ სივრცეში გადაიტანენ!"

მიხეილ გიორგაძე:"საყდრისის საბადოს ტერიტორიიდან ამოღებულ არტეფაქტებს  დაცულ სივრცეში გადაიტანენ!"

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინფორმაციით, საყდრისის საბადოს ტერიტორიიდან ამოღებულ არტეფაქტებს უახლოეს დღეებში დაცულ სივრცეში გადაიტანენ.

"ამის შემდგომ მათ სამუზეუმო ექსპოზიციაში გამოვიყენებთ. ცხადია, რომ მუზეუმის კონცეფციის, მისი ფორმატის შემუშავებაში ძალიან ფართოდ და აქტიურად იქნება ჩართული, პირველ რიგში, ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო პოტენციალი, ჩვენ ასევე მოვიწვევთ იმ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის წევრებს, ვინც ამ ობიექტზე წლების განმავლობაში მუშაობდა და პრაქტიკულად, ყველა დაინტერესებულ პირს დავპატიჟებთ, რომ ამ კონცეფციის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, ეს არ იქნება რომელიმე ერთი უწყების ან რამდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი საკითხი. მაქსიმალურად ფართოდ იქნება ეს გაშლილი ჩვენს საზოგადოებაში", - განაცხადა გიორგაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: