ალეკო ელისაშვილი: ამას ჰქვია "მევიდა ჩვენი დრო!"

ალეკო ელისაშვილი: ამას ჰქვია "მევიდა ჩვენი დრო!"

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ალეკო ელისაშვილისთვის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მიუღებელია. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ზეგანკვეთური შრომის დათვლა შეუძლებელია და მხოლოდ სიტყვაში მოტყუებაა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მოწვევის საკრებულო და "ქართული ოცნების" უმრავლესობის საკრებულოც ვერ ერევა ასეთ პრაქტიკას.

განაკვეთური სამუშაო საათები და რის შემდეგ ითვლება საათები ზეგანაკვეთურად არანაირად არ არის განსაზღვრული. ეს არის სიტყვაში მოტყუება. ვინ დათვლის, ვინ როდის მოვიდა, ვინ რამდენით მეტი იმუშავა და ა.შ.ეს არის შეუძლებელი და აბსურდი  და ვინც ამას ამტკიცებს, ის იტყუება. შეუძლებელია დათვალოს ვინმემ ეს. ეს არის ის, რომ თავის თავისთვის არაფერი დაინანონ და როგორც შიხიაშვილის დროს იყო, რომ ამას პრემია ერქვა, ეხლა ზეგანაკვეთური დანამატია. რა მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევთ, ისპანახი დავარქვათ და დაარიგონ.                                                                                                                                                                         ალიბეგაშვილმა, მე ვადევნებ თვალყურსო. ძალიან ღიმილისმომგვრელია, ვის მუშაობას ადევნებს თვალყურს. თვითონ ალიბეგაშვილს მოქალაქეები რატომ არ ჰყავს? საკრებულოს ყველაზე პასიური წევრია საკრებულოს თავმჯდომარე. ერთი მოქალაქე არ მიუღია ექვსი თვის განმავლობაში და ალბათ ყველაზე მეტს საკუთარ თავს დაუწერს, ხადურის არ იყოს. ეს არის ყოვლად მიუღებელი, "მევიდა ჩვენი დროს" ვეძახი ამას",-განაცხადა ელისაშვილმა.

 როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ კოალიციიდან უმრავლესობა საკუთარი კომფორტისთვის მოვიდა ხელისუფლებაში.

"გაცილებით დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას ჩემის ჩათვლით "ქართული ოცნებისგან", რომ მოვიდოდნენ და რის გამოც წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით ,იმის გასწორებას დავიწყებდით ენეგრიულად და ქმედითად. რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბრობ, არიან ძალიან კარგი დეპუტატებიც, მაგრამ ისინი მეორე და მესამე პოზიციაზე არიან სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი გადაწყვეტილებებით, ასეთი ტალღით და მოლოდინით მოსული "ქართული ოცნება" წყალში ყრის ყველაფერს და მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ მოიწყონ ყველაფერი თავისთვის",-განაცხადა ელისაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: