Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
24-12-2014, 15:29
ნანახია: 825

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გიგა ზედანიას მიმართავენ

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა გოდერძი ბოლქვაძემ და ირაკლი ბობოხიძემ ილიას  უნივესიტეტის რექტორს გიგა ზედანიას სპეციალური განცხადებით მიმართეს. მათ ამის შესახებ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

"მოგეხსენებათ, ჩვენი სასწავლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, ახორციელებს სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს. ჩვენთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს ქრისტიანობის, კერძოდ კი, მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები.
მოგეხსენებათ,  წლების განმავლობაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს იწვევენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში თეოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე ღია ლექციების ჩასატარებლად. ეს ლექციები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ასეულობით ახლგაზრდა ესწრება.

მოგმართავთ თხოვნით, თვეში ერთხელ გამოგვიყოთ სააქტო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება მამა თეოდორესთან მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული შეხვედრები არანაირად არ გულისხმობს რაიმე სახის რელიგიური რიტუალის ან კულტის მსახურებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას.

მოგმართავთ თხოვნით, პასუხი გვაცნობოთ წერილობითი ფორმით", - ნათქვამია განცხადება