საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

   საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ანა ნაცვლიშვილი ორგანიზაციის მეთერთმეტე თავმჯდომარეა. საია-ს წესდების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა. 

 

ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში დიდ ბრიტანეთში ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. 

 

2002-2006 წლებში თსუ-ში სწავლობდა, მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის აკადემიური ხარისხი. 

 

2003-2004 წლებში საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი გაიარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: