თბილისის მერიამ საახალწლო კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ნუსხა გამოაქვეყნა

თბილისის მერიამ საახალწლო კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ნუსხა გამოაქვეყნა

თბილისის მერიამ საახალწლო კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ნუსხა გამოაქვეყნა.

 

თბილისის მერიის საზეიმო ღონისძიებები 25 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრამდე გასტანს. მთავარ ნაძვის ხეს კი თბილისის მერი, დავით ნარმანია აანთებს.

• საშობაო ბაზრობის გახსნა - რიყის პარკი.  25 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრამდე გასტანს. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ტკბილეული და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ საახალწლო აქსესუარები;

• რიყის პარკის გახსნა - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის რიყის პარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში;

• საბავშვო კონცერტები - რიყის პარკი. 25, 31 დეკემბერი, 1, 7 იანვარი. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. რიყის პარკში მდებარე ამფითეატრში სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების კონცერტები გაიმართება;

• პონების ვოლიერი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში მისულ სტუმრებს პონები უმასპინძლებენ;

• ნაძვის ხეების ფესტივალი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ერეკლე II - ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება;

• მთავარი ნაძვის ხის ანთება - 25 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის მერი პარლამენტის წინ მთავარ ნაძვის ხეს აანთებს;

• თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღში - 26 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღს ეწვევა;

• თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკში - 27 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკს ეწვევა და იქ 7 იანვრის ჩათვლით დარჩება;

• საახალწლო გალა კონცერტი - 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე ევროპის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება;

• ალილო - 7 იანვარს თბილისში საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართება;
სპორტულ-გასართობი ღონისძიებები


• ველო მარათონი - 25 დეკემბრიდან  დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით გასტანს: თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ველოსიპედებით მოივლიან გარეუბნებს და ბავშვებს დაურიგებენ ტკბილეულს;

• ჰოკეი - 29 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გასტანს: ყოველდღე რიყის პარკში 13,14, და 15 საათზე გამართავენ თამაშს;

• ფიგურული სრიალი - რიყის პარკში 29 დეკემბრიდან დაიწყება და გასტანს 7იანვრის ჩათვლით.  წარმოდგენებს გამართავენ 12, 15 და 17 საათზე, ხოლო დანარჩენ დროს მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ყინულის მოედნით ისარგებლონ;

• პარკური - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან დაიწყება და გაგრძელდება 7 იანვრის ჩათვლით, წარმოდგენას გამართავენ; 13, 15 და 17 საათზე;

• კალათბურთი - 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში ექსტრემალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები გამართავენ "ჩატენვები" -ს შოუს;

• ბატუტი - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით, სპორტსმენები გამართავენ საჩვენებელ გამოსვლებს;

• მხატვრული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

• სპორტული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

• თოვლის ბაბუა და ელფები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმანსპინძლებენ პარკში მოსულ სტუმრებს;

 

• მხიარული სტარტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით მოაწყობენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხადასხვა ღონისძიებებში;

• დრიფტ შოუ - მეტეხის ხიდზე 25 - 26 დეკემბერს გამართავენ შოუს;


• ილუზიონისტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა წარმოდგენებს;

• მოძრაობის თეატრი - რიყის პარკში 25,26,30 და 31დეკემბერს და 1,3,და 7 იანვარს გამართავს სხვადასხვა სახის წარმოდგენებს;


• სანტა-კლაუსი და გრინჩი - რიყის პარკში 28 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა სახის "FLAშH MOB" -ს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: