Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
25-12-2014, 12:08
ნანახია: 932

არჩილ გამზარდია:

ექსპერტ-ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ  ქვეყნისთვის მებრძოლი გმირები არავის ახსოვს, არც პოლიტიკოსებს და არც მედიის წარმომადგენლებს.

 

  მისი თქმით, ბევრი მათგანი სიკვდილს  დღესაც თვალებში უყურებს.

"ცუდად არავინ გამიგოს, რა... მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებისათვის მებრძოლი ბიჭები არც პოლიტიკოსების ნაწილს ახსოვს და არც მედიის ნაწილს! ზოგი დაინვალიდებულია, ზოგი გარდაცვლილი, მათთან არც საფლავზე გადიან და არც კითხულობენ, არც სტატიებს უძღვნიან და არც მათი ბავშვობის ადგილებს მოინახულებენ.

საოცრად მძიმე დღეები აქვთ გადატანილი საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენ ჯარისკაცებს, რომელთა ნაწილი დღესაც სიკვდილს უყურებს თვალებში, ნაწილი გარდაცვლილია და ა.შ.

ღმერთმა ყველა მოიხსენიოს, ვინც ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეშმაკს (რუსეთს) ებრძვის, მაგრამ იმ ქართველი ბიჭების მოგვერიდოს მაინც, ვინც ახლახან ვახსენე. ორიოდე გამოცემა ვიცი მხოლოდ, რომელთაც მათთვის დრო და ძალისხმევა მიუძღვნია, დანარჩენს კი დღემდე არ გახსენებია.

არ შეიძლება ასე", - წერს გამზარდია.