გიორგი კვირიკაშვილი: "საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი სასაზღვრო ხიდი აშენდება!"

გიორგი კვირიკაშვილი: "საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი სასაზღვრო ხიდი აშენდება!"

სომხეთში სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ახალი ხიდის აშენების შესახებ დოკუმენტი ოფიციალურად არის გაფორმებული.

სომხეთში ერთდღიანი ვიზიტის დროს გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ქართულ-სომხური სამუშაო ჯგუფებს შორის კომისიის შეხვედრა.

"დღეს გაიმართა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ მას შემდეგ, რაც 1 იანვრიდან სომხეთში ძალაში შედის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შედეგად ახალი რეგულაციები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: