ირაკლი ღარიბაშვილი:"პანკისიდან სირიაში ადამიანების წასვლაზე სახელმწიფო ვერანაირ პრევენციას ვერ მოახდენდა"

ირაკლი ღარიბაშვილი:"პანკისიდან სირიაში ადამიანების წასვლაზე სახელმწიფო ვერანაირ პრევენციას ვერ მოახდენდა"

ამ მოქალაქეების არჩევანი იყო, როცა ისინი წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან სირიაში. ამ პროცესს ვაკვირდებით, მუდმივად ვსწავლობთ. ეს არის ცუდი და ასე არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. 

"ძალინ მტკივნეულია თითოეული მოქალაქის დაკარგვა. მაგრამ ამ მოქალაქეების არჩევანი იყო, როცა ისინი წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან სირიაში. ამ პროცესს ვაკვირდებით, მუდმივად ვსწავლობთ. ეს არის ცუდი და ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ ადამიანებმა საქართველო დატოვეს 2-3 წლის წინ. ახლა კი ახალი ნაკადების გადინება არ ხდება. ჩვენ კი არა, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა, ვერ აკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას, როგორ  შევზღუდოთ ადამიანის მოძრაობა? თუ ადამიანი ევროპიდან მოხვდება სირიაში, ამის კონტროლი უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის პრევენცია შეუძლებელია. თუ პანკისიდან სირიაში რამდენიმე ადამიანი წავიდა თავის დროზე, ამაზე სახელმწიფო ვერანაირ პრევენციას ვერ მოახდენდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: