ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ ვართ გამონაკლისი მთავრობა, რომელიც მედიის საქმიანობაში არ ერევა"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ ვართ გამონაკლისი  მთავრობა, რომელიც მედიის საქმიანობაში არ ერევა"

ვართ გამონაკლისი მთავრობა მთელ მსოფლიოში,  რომელიც არ ერევა მედიის საქმიანობაში. მედია გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისგან, -  განცხადება ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა  წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

"მოკლე შესავალს გავაკეთებ და კიდევ ერთხელ განვუმარტავ საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის არცერთი ფაქტი არ გაქვთ არავის!

ვართ გამონაკლისი მთავრობა მთელ მსოფლიოში,  რომელიც არ ერევა მედიის საქმიანობაში. ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი მთავრობა, რომელიც არ ფლობს არცერთ ტელევიზიას.

ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ასოცირდებოდა ხელისუფლებასთან, იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის "მეცხრე არხი", რომელიც დახურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე! ჩვენ რომ გვქონდეს ტელევიზია, ის ქაოსი, რაც დღეს ხდება მედიასაშუალებებში, ის დაძაბულობა, არ იქნებოდა. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი" შტურმით აიღო; რომლებმაც დაარბიეს და ჟურნალისტები სცემეს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არის და იქნება ტოლერანტული.

ხელისუფლება არ ერევა "მაესტროს" საქმიანობაში. ეს არის ჩვენი დანაპირები, რომ მედია იყოს თავისუფალი.

"მაუწყებლის შესახებ" კანონს რაც შეეხება, ის პარლამენტშია, განიხილავენ. კანონი იქნება მიღებული. ის, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა, უკვე იქნა გათვალისწინებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: