Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
26-12-2014, 13:14
ნანახია: 779

ირაკლი ღარიბაშვილი:

"არის თუ არა პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი?" - ჟურნალისტის ამ შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის პროვოკაციული შეკითხვა. საქართველოს მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილია.


"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. რუსეთის ჯარი გვიდგას ჩვენს მიწაზე და არის ურთულესი ვითარება რეგიონში, უკრაინა არის ცეცხლის ალში გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს ერთი მიზანი აქვს, რომ საქართველოში მოხდეს კონფლიქტი და არეულობა და საქართველო კიდევ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. ეს არის მტრობა ჩვენი ხალხის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ფილოსოფია ის კი არ არის, ვინ უფრო გაბედულად იტყვის, მტერია თუ არა და შეაგინებს თუ არ შეაგინებს. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხიმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და მე უნდა გავაკეთო განცხადება, რომელიც იქნება კეთილდღეობის მომტანი ჩვენი ხალხისთვის და არა ის, რომელიც უფრო დააზიანებს ჩემს ქვეყანას. თუ თქვენ გასიამოვნოთ ამ განცხადებით - თქვენ და თქვენი სექტა ოცკაციანი?" - უპასუხა პრემიერმა.