რამაზ საყვარელიძე:-"ერთი ფრაზა ერთი წვეთის როლს ასრულებს, რომლიდანაც ჯამი შეიძლება გადაივსოს"

რამაზ საყვარელიძე:-"ერთი ფრაზა ერთი წვეთის როლს ასრულებს,  რომლიდანაც  ჯამი  შეიძლება  გადაივსოს"

   ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მტერია და ამას ოკუპირებული რეგიონები ადასტურებს. ამასთან ექსპერტი ვერ იხსენებს მსოფლიოს ვერცერთ ლიდერს, რომელიც რუსეთს მტერს უწოდებს.

 

   -"თუ არ ვცდები მტერს იარაღით უნდა ებრძოლო. ჩვენ შეგვიძლია იარაღით ბრძოლა რუსეთთან? რეალურადარის თუ არა მტერი - ეს ცხადია, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. მაგრამ განაცხადებს თუ არაამას შენი სახელმწიფოს მეთაური მისი მიზანი იქნება, რომ ჩაგრთოს საომარ მოქმედებებში, ან ჩაგაყენოს იმიდიოტურ მდგომარეობაში - როცა ამბობ მტერიაო და ვერაფერს აკეთებ.

   გაიხსენეთ საერთაშორისო ურთიერთობები. გაგიგიათ სიტყვა მტერი ერთმანეთის ეპითეტად, თუ ისინი საომარ მოქმედებებში არ არიან.

 საომარ მოქმედებაშია ახლა პოროშენკო რუსეთთან და პუტინი მტერიაო არ უთქვამს.შესაბამისად, ან იდიოტების ერი ვართ, ან ნაძირლების. თუ ვაკეთებთ ამ პროვოკაციას, ესე იგი ქვეყანა არაფრად მიგვაჩნია  და  ერთი  სული  გვაქვს  ვინმეს  ჯინი  მოვიკლათ. თუ ავყვებით ამ პროვოკაციას, მაშინ ჭკუა არ გვაქვს საიმისოდ,  რომ  მივხვდეთ, რომ ეს პროვოკაციაა. 

   ერთი ფრაზის გამო ომს არავინ იწყებს, მაგრამ როცა დაგროვდება, ის ერთი ფრაზა ერთი წვეთის როლს ასრულებს,  რომლიდანაც  ჯამი  შეიძლება  გადაივსოს.  მე  არ  მიმაჩნია,  რომ სააკაშვილის გამო დაიწყო 2008  წლის ომი,  იქ  ბევრი  საერთაშორისო  ფაქტორი  მოქმედებდა,  მაგრამ  შეიძლება  ითქვას,  სააკაშვილის  ამ  დაუდევარმა სტილმა  ხელი  შეუწყო  ამ  მოქმედებებს...  სხვანაირად შეიძლებოდა დიალოგის ფორმატი შენარჩუნებულიყო მათ შორის", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: