რუსეთის "პატრიარქალური საოჯახო საქმეთა კომისია" UNICEF-ის განცხადებას ეხმიანება"

რუსეთის "პატრიარქალური საოჯახო საქმეთა კომისია" UNICEF-ის განცხადებას ეხმიანება"

   "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში UNICEF-ის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მხარს უჭერს ერთსქესიანი კავშირების სამართლებრივი აღიარებას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პატრიარქალური საოჯახო საქმეთა კომისიის" განცხადებას აქვეყნებს.

 

   -"2014 წლის ნოემბერში UNIჩEF-მა (გაეროს ბავშვთა ფონდი) გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით: "დისკრიმინაციის აღმოფხვრა ბავშვებისა და მშობლების სექსუალური ორიენტაციის და/ ან გენდერული იდენტობის საფუძველზე" , სადაც ასახულია მისი პოზიცია.

   UNICEF-ი ამ დოკუმენტში, იძლევა საკუთარ განმარტებებს "სექსუალურ ორიენტაციასა" და "გენდერული იდენტობის" მიმართ, გმობს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კანონებს, სადაც ჰომოსექსუალური ქცევა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა დასჯადია, ასევე მოუწოდებს მათ, რომ შეცვალონ არსებული მიდგომები. აგრეთვე ბავშვთა უფლებების მოტივით, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ერთსქესიანი კავშირების იურიდიული აღიარება.

აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პატრიარქალური საოჯახო საქმეთა კომისია" აცხადებს შემდეგს:

   1. "კომისია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის იყენებს თავისი შესაძლებლობებს, სტატუსს და რესურსებს, რომელიც მას გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებში, იმ ღონისძიებებისა და მიდგომებს მხარდასაჭერად, რომელიც არა მხოლოდ მოკლებულია ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველს, არამედ ეწინააღმდეგება ხალხთა ტრადიციული კულტურას, ბუნებრივ ნორმებსა და რელიგიურ მორალს. ასეთი ქმედებები დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოებას და ლახავს UNICEF-ს და გაეროს სხვა ინსტიტუტების მორალურ ლეგიტიმურობას.

2. ოჯახი დამყარებული კაცისა და ქალს შორის ქორწინებაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ბავშთა დაბადება და მათი აღზრდა წარმოადგენს. ამიტომაც არის, რომ ოჯახის აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა საყოველთაო დეკლარაციაში და სხვა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან დოკუმენტებში, როგორც "საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი". კაცსა და ქალს შორის ქორწინება აუცილებელია კაცობრიობის გასაგრძელებლად და ყველა ხალხისათვის, ამათ გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ადამიანის ღირსება და თავისუფლება. ქორწინების ან ოჯახის განმარტების შეცვლის მცდელობები, ერთსქესიანთა ქორწინებებით მძიმედ აზიანებს საზოგადოებასა და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღირსებას.

3. ასეთი მცდელობები განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვები კაცისა და ქალის კავშირის შედეგად იბადებიან და არა - ერთსქესიანთა კაშირების. თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს ბუნებრივ ოჯახში დაბადება და გაზრდა, სადაც მასზე ზრუნავენ მისი მამა და დედა. ერთსქესიანთა წყვილებისათვის მიშვილება, არის ბავშვთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული დარღვევა. აქედან გამომდინარე, UNICEF-ის მოწოდება ვითომდა ბავშვთა ინტერესების მიზეზით ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს არა ბავშვთა უფლებების დაცვას, არამედ მათ არსებით დანგრევას.

4. კომისია აღნიშნავს, რომ ტერმინებს: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა", როგორც გამოყენებულია ტექსტში, არ გააჩნია საყოველთაო საერთაშორისო აღიარება და არცერთ გლობალურ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის. როგორც სწორედაც აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები, ამჟამად არ არსებობს სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდეს დისკრიმინაციაზე "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის საფუძველზე". ამგვარად საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთი მცდელობა არის თვითნებური და უკანონო.

5. "პატრიარქალური საოჯახო საქმეთა კომისია" იმედოვნებს, რომ რუსეთის და გაეროს სხვა წევრი ქვეყნების ხელისუფლება, ყურადღებას მიაქცევს გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის მიდგომებს, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის ბავშვთა უფლებებს. კომისია მოუწოდებს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანს და სხვა კეთილი ნების ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა დონეზე, ყველა კანონიერი საშუალებების გამოყენებით შეეწინააღმდეგონ საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთ მცდელობებს."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: