Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-12-2014, 23:32
ნანახია: 1283

მამუკა ღლონტი:-

   მამუკა ღლონტი სოციალური ქსელით მის მიერ "მაესტროს" დატოვების მიზეზსს კიდევ ერთხელ ამცნობს საზოგადოებას და წერს:

 

   -"დიდი ინტრესის გამო მსურს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, საჯაროდ განვაცხადო ჩემი "მაესტროდან" წასვლის (წილის გაჩუქების) მიზეზზე:

მე ვიყავი "მაესტროს" ლიდერი თითქმის 20 წელი, მისი შენება ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე ნულიდან და მივდივარ ნულითვე, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთია, ბოლო წლებში "მაესტრო" მატერიალურ ტექნიკური თვალსაზრისით ძალზედ გაიზარდა, ოღონდ არა ჩემი ფულით (ვინაიდან მდიდარი არასდროს ვყოფილვარ) მას შემდეგ კი რაც ტირანი გადავარდა, მე არ მსურდა ამ ქონებიდან როგორც "მაესტროს" ლიდერს, თუნდაც უმნიშვნელოთი მესარგებლა, რათა ჩრდილი არ მიმეყენებინა ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ, მედიის გადასარჩენად გამართული ბრძოლისთვის. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩემს მეგობრებს განვუცხადე ჩემი წასვლის შესახებ, თუმცა გავითვალისწინე მათი თხოვნა და დავრჩი 2014 წლამდე. არაჭორიკნებისთვის კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ჩემს წილს საჩუქრად გადავცემ, ჩემს უახლოეს ადამიანებს "მაესტროს" დამაარსებლებს: გიორგი ებრალიძეს, ეკა აკობიას, ბაჩო კიკაბიძეს, მაგდა გახარიას, მალხაზ რუხაძეს, ლევან ჩიკვაიძეს და ზურაბ ბითაძეს, მეტი არავის. "მაესტროში" სუფთა ხელებით და ჯიბით მოვედი და "მაესტროდან" სუფთა ხელებით და ჯიბით მივდივარ, მხოლოდ იმიტომ რომ ვთვლი ასე უნდა მოიქცეს ის, ვისი პიროვნებაც "მაესტროსთან" ასოცირდებოდა. სულ ესაა, შევხვდებით ჩემს დამოუკიდებელ სტუდიაში".